სამი კოენი

სამი ლეო ინსტიტუტის, ლოლ-ის, და ლალ-ის თანადამფუძნებელია.
იგი კაიროში დაიბადა და საფრანგეთში გაიზარდა, შემდგომ კანადაში ინჟინერიაზე ისწავლა, ამჟამად კი შვეიცარიაში ცხოვრობს, საიდანაც მოგზაურობს ევროპასა და ამერიკაში, კარიბებსა და ინდოეთში.
1982 წელს მან, მის მეუღლესთან ქლერ ნიერთან ერთად შექმნა ლეო მეთოდოლოგია. სამიმ ათასობით ადამიანს გაუზიარა, თუ როგორ უნდა შეეცვალათ მენტალური მოდელები, ქცევები და სტერეოტიპების ტექნიკა, რათა შეექნმნათ ჯანსარი, პროდუქტიული პირადი ცხოვრება, თუ პროფესიონალური გარემო ორგანიზაციებში.
სამი აგრეთვე არის ორგანიზაციული სწავლების საზოგადოების წევრი და კონსულტანტი, აგრეთვე მმართველი გუნდის წევრი მსოფლიოს ბიზნეს აკადემიაში.
სამი აგრძელებს ევროპაში სემინარების ჩატარებას და ის აგრეთვე მუშაობს წიგნებზე ლეოს მეთოდოლოგიის მიხედვით.
სამი გამოირჩევა თბილი და გამჭრიახი სტილით. ის განსაკუთრებით მოწადინებულია დაეხმაროს სხვებს განახორციელონ გრძელვადიანი ცვლილებები, რომლებიც კავშირშია პიროვნულ-ნამდვილ მესთან, რადგან სწორედ ამგვარად არის შესაძლებელი აწმყოში ცხოვრება, ხარისხიანი ურთიერთობების შექმნა, კრეატიულობა და პრობლემების მოგვარება. Ის ღრმად დარწმუნებულია, რომ სიხარულს (ბედიერებას)მოყვება წარმატება.

ანა კოენი

ანა არის ლეო ინსტიტუტის თანადამფუძნებელი. ტრიესტის უნივერსიტეტში ლინგვისტური განათლების მიღების შემდგომ, ანამ საარქივო ბიბლიოთეკის განახლებისა და აღდგენის განხრით მიიღო სპეციალიზაცია (შუა საუკუნის ხელნაწერები, ინკუნაბულა, ადრეული ბეჭდური წიგები, გრავიურა და ანაბეჭდები).
ანა, უკვე სამიშვილის დედა იყო, როცა შეძლო თვისი საქმიანობით თერაპიულ დახმარება გაეწია ოჯახებისთვის.
Ანამ შვეიცარიაში ლიდერშიპის ორგანიზაციასთან რამდენიმე წლის მუშაობის შემდგომ, სამი კოენთან ერთად დაარსა ლეო ინსტიტუტი საქართველოში და ლეო კორპორაცია შვეიცარიაში, იმ მიზნით რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანისათვის და კომპანიისათვის გაეზიარებინა მათი მეთოდოლოგია. Ამჟამად ის წარმოადგენს ორივე კომპანიის ქოუჩს.

ანა თავისი აქტიური ჩართულობით და ქოუჩინგით ეხმარება ადამიანებს თავის შეცნობაში, საკუთარი პოტენციის აღმოჩენაში და განვითარებაში, რომ მათი ცხოვრება უფრო სრულყოფილი იყოს.

კიარა ბრუნორი

● ბაკალავრის დიპლომი განათლებისა და ტრენინგების განვითარების მიმართულებით

● ხელოვნებისა, ადამიანური რესურსებისა და შრომითი ფსიქოლოგიის მაგისტრი იტალიის კათოლიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული

● ლეო ინსტიტუტის ფასილიტატორი და ქოუჩი 2019 წლის იანვრიდან

კიარა იტალიაში, კერძოდ ლომბარდიაში, ანტერპრენერების ასოციაციაში გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობდა და ამავე კომპანიაში ევროპული განყოფილებისთვის პროექტების მენეჯერის პოზიციაც ეკავა.
ის აგრეთვე ახორციელებდა სპეციალურ პროექტებს, რომელიც მიზნად ისახავდა საზოგადოების ნტერგირებას და მცირე ბიზნესების გაზრდას იტალიასა და ევროკავშირში.
კიარა მონაწილეობდა რამდენიმე იტალიურ პანელში (?) რომელიც ეხებოდა ახალგაზრდების ინტეგრაციას სწავლისუნარიან ორგანიზაციებში და ინოვაციებს ტრენინგების პროცესში სამუშაო გარემოში.
2019 წლიდან ის ლეო ინსტიტუტის ქოუჩი და ფასილიტატორია. Აგრეთვე, “პოლიტექნიკო მილანოში” მკვლევართა გუნდთან ერთად მუშობს დიზაინის მიმართულებით, ინოვაციური მნიშვნელობის პროექტზე, რომელსაც სათავეში უდგას პროფესორი ვერგანტი (პოლიტექნიკო მილანოს, სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლისა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორი).

კიარას განსაკუთრებით აინტერესებს ლიდერშიპის პროცესების შენება და ორგანიზაციული და კულტურული ცვლილებები, რადგან მას უყვარს განსხვავებული კულტურები და განსხვავებულ ადამიანებში საერთო ფასეულობების აღმოჩენა. 

ნიკო ქინქლაძე

  • MBA – IESE Business School, ბარსელონა, ესპანეთი
  • სერტიფიცირებული ქოუჩი Co-Active Training Institute
  • პრაქტიკოსი ნეირო-ლინგვისტურ პროგრამირებაში International Trainers Academy of NLP
  • ლეო ინსტიტუტის ფასილიტატორი და ქოუჩი 2019 წლიდან

ნიკოს მრავალფეროვანი ცხოვრება მოიცავს ოთხ ქვეყანაში მიღებულ განათლებას და ხუთ ქვეყანაში საქმიანობის გამოცდილებას საფინანსო, ბიზნეს საკონსულტაციო, უძრავი ქონების, ტურიზმის, სტუმარმასპინძლობის, მეღვინეობის, საგამომცემლო და სხვა სფეროებში.

ნიკო 1993 წლიდან ასწავლის, 2018 წლიდან არის სერტიფიცირებული ქოუჩი 3000 საათზე მეტი პრაქტიკული გამოცდილებით, ხოლო 2019 წლიდან იგი ლეო ინსტიტუტის ფასილიტატორი და ქოუჩია.

ადამიანებთან ურთიერთობის გამორჩეული უნარი, იუმორი, გონებამახვილობა და ინდივიდუალური სტილი განსაკუთრებით საინტერესოს და სასიამოვნოს ხდის ნიკოსთან ერთად მუშაობის პროცესს.

ეკატერინე პაპიაშვილი

● მმართველი პარტნიორი კრესკო კონსალტინგში

● მოწვეული ლექტორი იბსუში

● მანჩესტერის ბიზნეს სკოლის მაგისტრი (14)

● ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი, იესემის ბიზნეს სკოლა (12)

● ACCA-ს წევრი

● CFA 3-ე დინის კანდიდატი

● ლეო ინსტიტუტის ფასილიტატორი და ქოუჩი 2019 წლიდან

ეკას ძირითადად ბიზნეს და ფინანსური მიმართულებით აქვს მიღებული გამოცდილება. Ის ამჟამად მმართველი პარტნიორია ფინანსურ საკონსულტაციო კომპანია კრესკო კონსალტინგში და ამავდროულად, მიწვეული ლექტორია იბსუში.
მისი გამცდილება მრავალფეროვანია: დელოიტის აუდიტორი, კომპანია GT-ის რეპორტინგის განყოფილების უფროსი, BGEO ჯგუფის ფინანსური ანალიტიკოსი და საქართველოს ბანკის რისკების მენეჯერი, წინა წლებში მის მიერ დაკავებული პზიციებია.
2019 წლიდან ეკა ლეო ინსტიტუტის გუნდს შეუერთდა და სესიების თარგმნა დაიწყო, ის ამავდროულად არის ტრენინგის ქოუჩი და ფასილიტატორი.
ეკა დაინტერესებულია განვითარებასა და პროგრესში, სწორედ ამიტომ, მას მტკიცედ ჯერა, რომ ადამიანებს შეუძლიათ თავისი ცხოვრების შეცვლა, და ეს ცვლილების სურვილი აუცილებლად შიგნიდან მომდინარეობს. Იგი ეხმარება სხვებს და მხარს უჭერს მათი მომავლის უკეთესი გზის გასაკვალად.

გიორგი ბურჭულაძე

  • ლეო უნივერსიტეტის გენერალური დირექტორი 2020 წლიდან
  • თანადამფუძნებელი და მმართველი გუნდის წევრი კომპანიაში “ლივინგსტონი” 2010 წლიდან
  • ბიზნეს ადმინისტრირების Ბაკალავრი, იესემი ბიზნეს სკოლა, 2009 წლის კურსდამთავრებული
  • ლეო ინსტიტუტის ქოუჩი 2020 წლიდან

გიორგის გამოცდილება ძირითადად ანტერპრენერშიპის, ბიზნეს გავითარების მარკეტინგისა და ციფრული კრეატიული ინდუსტრიების სფეროა. 2010 წელს მან თანადაარსა ციფრული სააგენტო ლივინგსტონი, სადაც გენერალური მენეჯერის პოზიციაზე 8 წელი დაჰყო (იმუშავა). Კომპანია სწრაფად გაიზარდა, მისი გუნდი 100 კაცზე მეტს შეადგენდა, ხოლო კრეატიულობასა და ინოვაციურობაში მოპოვებულმა ჯილდოების რაოდენობამ 150-ს გადააჭარბა, Მათ შორის იყო “კანის ლომები”, ვების და ლონდონის საერთაშორისო პრიზები და ა.შ.
Სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში გიორგიმ და მისმა პარტნიორებმა შექმნეს რამდენიმე გასხვავებული კომპანია ტექნოლოგიების, განათლებისა და სტუმარმასპინძლობის ინდუტრიის მიმართულებით. Მათ შეძლეს მიეზიდათ საუკეთესოები და განსაკუთრებული ნიჭის მქონენი თავიანთ სფეროში და ამ ყობველივეს მოპოვება კი, შეძლეს კორპორაციული კულტურის, საქმისადმი დამოკიდებულების, სიახლეებისა და კრეატიულობის სიყვარულის გზით.

2020 წლის გაზაფხულიდან გიორგი ლეო ინსტიტუტის გენერალური დირქეტორია. Მისი მთავარი მიზანია კომპანიის ზრდა და განვითარება, რათა მაქსიმალურად გაავრცელოს ინსტიტუტის მეთოდოლოგია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. Მას ჯერა ძლიერი მეთოდოლოგიის და გამუდმებით მუშაობს თითგანვითარებაზე და პირად დახელოვნებაზე. Იგი 2020 წლის დეკემბრიდან აგრეთვე არის ქოუჩი და სემინარის ფასილიტატორი.

ეკო ჩუბინიძე

● ლეო ინსტიტუტის კომუნიკაციების მენეჯერი

● ლეო ინსტიტუტის ქოუჩ ტრეინინგის პროგრამის მონაწილე

● Სერტიფიცირებული ქოუჩი, Erickson Coaching International

● კომუნიკაციების ლექტორი, თავისუფალი უნივერსიტეტი

● ბიზნეს ადმინისტრირების Ბაკალავრი, თავისუფალი უნივერსიტეტი/ESM ბიზნეს სკოლა. 2014 წლის კურსდამთავრებული

ეკო არის კონსულტანტი ბრენდინგისა და მარკეტინგული კომუნიკაციების სფეროში. უმუშავია 30-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდის მარკეტინგული კომუნიკაციების დაგეგმვასა და აღსრულებაზე. ამ სფეროში მისი 9 წლიანი გამოცდილება მოიცავს, როგორც კრეატიულ სააგენტოში, ასევე ბრენდის ოუნერის პოზიციაზე მუშაობას, კერძოდ, იყო კრეატიული სააგენტო ლივინგსტონის კლიენტებთან ურთიერთობის გუნდის ხელმძღვანელი, გალერია თბილისის მარკეტინგის მენეჯერი, BetterFly | DDB -ის ექაუნთ დირექტორი.

ეკო 2019 წლიდან არის მარკეტინგის პროფესიული კურსის ლექტორი და ბაკალავრის კურსის მოწვეული ლექტორი თავისუფალ უნივერსიტეტში.

2021 წლიდან ეკო ლეო ინსტიტუტის ქოუჩების ტრენინგის პროგრამის მონაწილეა. Მისი მიზანია აღმოაჩინოს და განავითაროს ის საკომუნიკაციო ფორმატები და საშუალებები, რომელიც კიდევ უფრო მეტ ადამიანს მისცემს საშუალებას დააპრაქტიკონ მეთოდოლოგია და იცხოვრონ ისეთი ცხოვრებით, როგორიც გულით უნდათ.

თინა კუხიანიძე

  • ESM ბიზნეს სკოლის, ბიზნეს ადმინისტრაციის ბაკალავრი, 2009
  • ილიაუნის, სოციალური ფსიქოლოგიის მაგიტრი, 2015
  • ლეო ინსტიტუტი, ქოუჩი

 

თინას ცხოვრების საქმიანი ნაწილი მრავალმხრივი და მრავალფეროვანია. მისი გამოცდილება მოიცავს ბიზნეს ქონსალთინგის ფარგლებში ძალიან საინტერესო კვლევებსა და კომპანიების სტრატეგიებზე მუშაობას, მარკეტინგულ საქმიანობას სამხედრო სამრეწველო სფეროში, კომერციული უძრავი ქონების საოპერაციო მართვა საინტერესო გუნდთან ერთად, ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგის უძრავი ქონების სექტორის მართვა და ბორდის საქმიანობაში მონაწილეობა. ასევე სწავლის დასრულებიდან მალევე, მეგობრებთან ერთად გახსნა საქართველოში პირველი ხელნაკეთი შოკოლადის სახელოსნო, მაღაზია. როგორც თვითონ ამბობს, შოკოლადის სახელოსნოში მიღებული გამოცდილება ფასდაუდებელი  შენაძენია, რომელიც გამოადგა შემდგომ წლებში.

გარდა ბიზნეს სფეროში საქმიანობისა, თინა აქტიურად იყო ჩართული საერთაშორისო, ახალგაზრდულ, მოხალისეობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციაში. წლების განმავლობაში იგი იკავებდა პოზიციებს ორგანიზაციის ლიდერშიპში, როგორც ლოკალურ, ასევე ევროპულ დონეზე – წვლილი შეჰქონდა ახალგაზრდებისთვის ახალი, საინტერესო შესაძლებლობების შექმნაში, ევროპელი მეგობრებისთვის საქართველოს გაცნობაში, კონფლიქტში მყოფი, მეზობელი ქვეყნებში მცხოვრები ახალგაზრდების დაახლოებაში.

მარიამ ფაშალიშვილი

მარიამი კომპანია ოპპას მმართველი გუნდის წევრია, მისი განათლება დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობებით დაიწყო, შემდეგ კი თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამით გაგრძელდა. 2012 წლიდან იგი აქტიურად დაინტერესდა თვითგანვითარებით, ფსიქოლოგიით და სამყაროში მოქმედი ფუნდამენტური კანონებით. ამ პერიოდის განმავლობაში მან მიიღო რამოდენიმე დამატებითი პროფესია და შეისწავლა:

● ფსიქოთერაპია (არტ თერაპია, ემოციურ-ხატოვანი თერაპია, სიმბოლდრამა და სხვა მოდალობები)

● ერიქსონის სკოლის ქოუჩინქი (ინდივიდუალური და გუნდური ქოუჩინგი)

● სხეულზე ორიენტირებული სომატური თერაპია,

● ნეირო ლინგვისტური პროგრამირება,

● მეთოდი Hooponopono,

● ენერგო პრაქტიკები (Usui Reiki, Tantra და სხვ.)

● აქსეს ბარები

აქტიურად ეწევა კუნდალინი იოგას მედიტაციურ პრაქტიკას. 2020 წლიდან იგი მოხვდა ლეო ინსტიტუტის პირველ სემინარზე, რის შემდეგ მიიღო შესაბამისი კვალიფიკაცია. დღეისათვის მარიამი ლეო ინსტიტუტის ქოუჩების გუნდის წევრია და აგრძელებს ყოველდღიურ პრაქტიკას ცნობიერების ამაღლების გზაზე.

მისთვის ცხოვრება და თვითგანვითარება განუყოფელი პროცესია. გააჩნია მენეჯმენტის, ბიზნესის სხვადასხვა მიმართულებების მართვის, კონსულტირების და პიროვნულ განვითარებაში ადამიანების დახმარების მრავალწლიანი გამოცდილება. რაც მთავარია, არ ნელდება მისი ინტერესი – მუდმივად აღმოაჩინოს და გააზიაროს ახალი და კიდევ უფრო მარტივი გზები მსუბუქი და ბედნიერი ცხოვრებისთვის.

მოხარულია იყოს ლეოს გუნდის წევრი და დაეხმაროს ადამიანებს საკუთარი ჭეშმარიტი პოტენციალის აღმეჩენის გზაზე. 

ანანო თომაშვილი

  • ლეო ინსტიტუტი – ქომიუნითი მენეჯერი
  • კრესკო კონსალტინგი – თანადამფუძნებელი
  • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი – მოწვეული ლექტორი

ანანომ კარიერა ფინანსების მიმართულებით დაიწყო და კორპორაციებში რამდენიმე წლიანი მუშაობის შემდეგ, 2019 წელს დააფუძნა ფინანსური საკონსულტაციო კომპანია – კრესკო, რომლის მიზანიც ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაა.

ლეოს გუნდს ის 2021 წელს შეუერთდა, როგორც ლეოს „ქომიუნითი“ მენეჯერი. მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს ლეოს ქომიუნითის წევრებს დაუკავშირდნენ ერთმანეთს და გააღრმავონ სემინარის პროცესში შეძენილი უნიკალური ურთიერთობები. მას სჯერა, რომ ადამიანებს გვაქვს ძალა დავეხმაროთ და შთავაგონოთ ერთმანეთს, შევქმნათ ცხოვრება, რომელიც გულით გვსურს. ის ასევე გადის ლეოს ერთწლიან ქოუჩინგ პროგრამას და სემინარების ფასილიტაციაში იღებს მონაწილეობას.

დარეგისტრირდი